გასული კვირის 9-13 სექტემბრის განმავლობაში ეროვნული ვალუტა მცირედით გაუფასურდა როგორც ევროსთან, ასევე აშშ დოლართან მიმართებით, ჯერ-ჯერობით სტატისტიკის მხრივ უცნობია რა იწვევს აღნიშნულ ცვლილებებს, რადგანაც უმეტესი სტატისტიკური მონაცემები რაც მიმდინარე მოვლენებს ასახავს არ გამოქვეყნებულა.
აგვისტოში კი სავარაუდოდ ლარის გამყარების მნიშვნელოვანი ფაქტორი საქართველოში გაზრდილი ტურისტული შემოდინება იყო, თუმცა, ოფიციალურად ტურიზმის სტატისტიკა თვიურ ჭრილში ცნობილი აღარ ხდება და ის მხოლოდ კვარტლის (მესამე კვარტალის) დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება, ეს კი ნიშნავს, რომ უცნობია რამდენი ვიზიტორი სტუმრობდა საქართველოს აგვისტოში. რაც შეეხება ექსპორტს, აგვისტოს ექსპორტის სტატისტიკის თანახმად, გასული თვის განმავლობაში ის 30%-ით, 641 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. რაც შეეხება იმპორტს ის აგვისტოში წლიურად 5%-ით, 1.3 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.
ლარის ცვლილება გასული კვირის განმავლობაში ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან ასე ნაწილდება:
ვალუტა | ლარი | ცვლილება გასულ კვირაში (თეთრებში) |
აშშ დოლარი | 2.6984 | -0.49 |
ევრო | 2.9939 | -0.14 |
დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი | 3.5446 | 0.41 |
თურქული ლირა | 0.0795 | -0.03 |
100 რუსული რუბლი | 2.9708 | -2.53 |
აზერბაიჯანული მანათი | 1.5866 | -0.28 |
1000 სომხური დრამი | 6.9703 | -2.38 |
100 იაპონური იენი | 1.9211 | -3.54 |
10 ჩინური იუანი | 3.8042 | -0.14 |
10 უკრაინული გრივნა | 0.6528 | 0.42 |