მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი ევროსთან და დოლართან გაუფასურდა - გასული კვირის შედეგები

დოლარი ფული

გასული კვირის 16-20 სექტემბრის განმავლობაში ეროვნული ვალუტა გაუფასურდა როგორც ევროსთან, ასევე აშშ დოლართან მიმართებით. გაუფასურების მთავარი მიზეზი აშშ-ის მიერ საქართველოს მოქალაქეთა სანქცირების შედეგად, გაუარესებული საბაზრო მოლოდინებია, რადგანაც ისეთი მაკროეკონომიკური ფაქტორები, როგორიცაა ექსპორტი და ფულადი გზავნილები წლიურ ჭრილში მზარდია, შესაბამისად ამჟამად გაუფასურების წამყვანი ფაქტორი სწორედ გაუარესებული მოლოდინებია, რაც სანქციებს უკავშირდება.

აშშ დოლართან მიმართებით ლარი გასულ კვირაში 3 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან კურსის ვარდნამ 5 თეთრი შეადგინა, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგთან ლარი 8 თეთრით გაუფასურდა.

რაც შეეხება სხვა მაკროეკონომიკურ ფაქტორებს, აგვისტოს ექსპორტის სტატისტიკის თანახმად, გასული თვის განმავლობაში ის 30%-ით, 641 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. რაც შეეხება იმპორტს ის აგვისტოში წლიურად 5%-ით, 1.3 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. ამასთანავე, ცნობილია აგვისტოს ფულადი გზავნილების ანგარიშიც, რომლის მიხედვითაც გასულ თვეში უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების სახით 291 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც წლიურ ჭრილში 0.3%-ით არის გაზრდილი.

ლარის ცვლილება გასული კვირის განმავლობაში ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან ასე ნაწილდება:

ვალუტა ლარი ცვლილება გასულ კვირაში (თეთრებში)
აშშ დოლარი 2.7277 -2.93
ევრო 3.0441 -5.02
დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი 3.6243 -7.97
თურქული ლირა 0.08 -0.05
100 რუსული რუბლი 2.9473 2.35
აზერბაიჯანული მანათი 1.6039 -1.73
1000 სომხური დრამი 7.0401 -6.98
100 იაპონური იენი 1.8928 2.83
10 ჩინური იუანი 3.8668 -6.26
10 უკრაინული გრივნა 0.6599 -0.71

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები