27 აპრილის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 1.49 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0517 ლარს შეადგენს.
სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით გამყარდა 1.07 თეთრით, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.2366 ლარი გახდა.
2.37-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთანაც, რომლის ღირებულებაც 3.840 ლარი გახდა.
ლირასთან მიმართებით კურსი 0.05 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ლირის ღირებულება 20.59 თეთრი გახდა.




























