მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლარი ევროსთან მიმართებით 1 თეთრით გამყარდა, დოლართან კი 0.3 თეთრით

60d08e79a89a7
BM.GE
21.06.21 17:03
518
21 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი გამყარდა. აშშ დოლართან მიმართებით კურსის ცვლილებამ 0.28 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1653 ლარი გახდა. 

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.96 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.7658 ლარი გახდა. 

ბრიტანული გირვანქა სტერლინგის საფასური კი 1.12 თეთრით შემცირდა და 4.3947 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 22 ივნისიდან შევა ძალაში.

2021 წლის განმავლობაში სებ-მა ლარის გაცვლითი კურსის მერყეობის შესამცირებლად, ჯამში, 7 სავალუტო აუქციონი განახორციელა და $242.9 მილიონი დოლარი გაყიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები