აშშ დოლართან მიმართებით კურსის გაუფასურებამ 0.48 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ღირებულება 3.3069 ლარი გახდა.
რაც შეეხება ევროს, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ერთი ევროს ღირებულება 4.0149 ლარი გახდა, რაც აქამდე მოქმედ კურსთან შედარებით, 3.12 თეთრით მეტია.
გუშინ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2021 წლის რიგით მესამე სავალუტო აუქციონი განახორციელა და $40 მილიონი დოლარი გაყიდა. ჯამურად, წელს სებ-მა $120 მილიონი დოლარი გაყიდა.




























