18 იანვრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.29 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0840 ლარს შეადგენს.
სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.53 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.513 ლარი გახდა. 1.7 -თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რომლის ღირებულებაც 4.1992 ლარი გახდა.
ლირასთან მიმართებით კურსი 0.01 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ლირას ღირებულება 22.79 თეთრი გახდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 19 იანვრიდან შევა ძალაში.