17 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.88 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0884 ლარს შეადგენს.
სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.38 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4979 ლარი გახდა. 1.01 -თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რომლის ღირებულებაც 4.1045 ლარი გახდა.
ლირასთან მიმართებით კურსი 1.72 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ლირას ღირებულება 18.68 თეთრი გახდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 18 დეკემბრიდან შევა ძალაში.