11 იანვრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.74 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6867 ლარი გახდა.
სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.50 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8871 ლარი გახდა.
1.81-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რის შედეგად ვალუტის გაცვლითმა კურსმა 3.2598 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, თურქული ლირის კურსმა 14.31 თეთრი შეადგინა.




























