მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლარი ლირასთან, ევროსთან და ფუნტთან გამყარდა, დოლართან გაუფასურდა

619e3bc3f214e
BM.GE
24.11.21 17:15
1279
24 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.19 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1153 ლარს შეადგენს. 

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.2 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4935 ლარი გახდა. 2.14 -თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რომლის ღირებულებაც 4.1627 ლარი გახდა. 

ლირასთან მიმართებით კურსი 2.92 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ლირას ღირებულება 24.91 თეთრი გახდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 25 ნოემბრიდან შევა ძალაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები