16 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.15 თეთრით აუფასურდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0972 ლარს შეადგენს.
სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.44 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.5017 ლარი გახდა. 1.12 -თეთრიანი გაუფასურებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რომლის ღირებულებაც 4.1146 ლარი გახდა.
ლირასთან მიმართებით კურსი 0.65 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ლირას ღირებულება 20.40 თეთრი გახდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 17 დეკემბრიდან შევა ძალაში.




























