მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი მცირედით, მაგრამ მაინც ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital

64182294128ab
BM.GE
20.03.23 13:16
7601

TBC Capital-ის მთავარი ეკონომისტის შეფასებით, ლარის საშუალო კურსი, მის გრძელვადიან ტენდენციასთან შედარებით, მცირედით, მაგრამ მაინც უფრო ზედმეტადაა გამყარებული.

"მიუხედავად გაუმჯობესებული წმინდა სავალუტო შემოდინებებისა, თიბისი კაპიტალი ინარჩუნებს შეფასებას, რომ სადღეისოდ, ეს ლარის მატერიალური გამყარების საკმარისი წინაპირობა არ არის, რადგანაც ინფლაციის შემცირება კვლავ საბაზო სცენარია და ასევე, ლარის საშუალო კურსი, მის გრძელვადიან ტენდენციასთან შედარებით, მცირედით, მაგრამ მაინც უფრო გამყარებულია. ეკონომიკის ზრდისა და ინფლაციის ნორმალიზება კი, ძლიერ სავალუტო შემოდინებებთან ერთად, ლარში განაკვეთების შემცირების მნიშვნელოვანი არგუმენტია. ამ მხრივ, თავისთავად, გასათვალისწინებელია საერთაშორისო საფინანსო სისტემაში არსებული სირთულეები და გაურკვევლობა, თუმცა ასევე აღსანიშნავია, რომ ბოლოდროინდელი მოვლენების შედეგად, შემცირდა ამერიკის სახაზინო ობლიგაციების 10-წლიანი განაკვეთი, რაც, ცალკე აღებული, საქართველოში მონეტარული პოლიტიკის შერბილების ასევე მხარდამჭერი არგუმენტია". - წერია TBC Capital-ის ანგარიშში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები