მონეტარული პოლიტიკის ეტაპობრივ შერბილებასთან ერთად ეროვნული და უცხოური ვალუტის სესხების საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობა მცირდება - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ მონეტარული პოლიტიკის ანგარიშშია ნათქვამი. როგორც სებ-ი აღნიშნავს, მიმდინარე წლის ივნისში 2023 წლის მაისთან შედარებით საშუალო საპროცენტო განაკვეთი ლარის იპოთეკურ სესხებზე 1.2 პროცენტული პუნქტითაა შემცირებული. პარალელურად კი უცხოური ვალუტის სესხებზე საპროცენტო განაკვეთები კვლავ მაღალ დონეზე ნარჩუნდება.