მონეტარული პოლიტიკის ეტაპობრივ შერბილებასთან ერთად ეროვნული და უცხოური ვალუტის სესხების საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობა მცირდება - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ მონეტარული პოლიტიკის ანგარიშშია ნათქვამი. როგორც სებ-ი აღნიშნავს, მიმდინარე წლის ივნისში 2023 წლის მაისთან შედარებით საშუალო საპროცენტო განაკვეთი ლარის იპოთეკურ სესხებზე 1.2 პროცენტული პუნქტითაა შემცირებული. პარალელურად კი უცხოური ვალუტის სესხებზე საპროცენტო განაკვეთები კვლავ მაღალ დონეზე ნარჩუნდება. როგორია საპროცენტო განაკვეთებთან მიმართებაში მოლოდინები და უნდა ველოდეთ თუ არა მიმდინარე წელს ლარის სესხების დამატებით გაიაფებას.