მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ლარის ფონდში განთავსებულ თანხებზე სარგებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა" - "ფორსაითი"

მორჩილაძე

ლარის ფონდში, რომელიც „ფორსაით ინვესტმენტ გრუპის“ ფულის შენახვის ინოვაციური ინსტრუმენტია, საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა.

როგორც კომპანიის მთავარი საინვესტიციო ოფიცერი, რატი მორჩილაძე "საქმიანი დილას" ეთერში აღნიშნავს, "ფორსაითის" სარგებელი, ფაქტობრივად, ვადიანი ანაბრის განაკვეთს გაუთანაბრდა.

"სულ რამდენიმე დღეა, ფორსაითის ლარის ფონდში განთავსებულ თანხებზე მნიშვნელოვნად გაიზარდა სარგებელი, რასაც ჩვენი კლიენტები იღებენ. ბაზისური "ა" კლასის შემთხვევაში (50 000 ლარამდე), წლიური სარგებელი 9.2%-ია, "ბ" კლასის შემთხვევაში (50 000 ლარს ზემოთ) კი 10.5%. ჩვენს კლიენტებს ლარის ფონდში შეუძლიათ, ფაქტობრივად, ვადიანი ანაბრის განაკვეთის მიღება, თან ისე, რომ თანხაზე მუდმივი წვდომა ჰქონდეთ", - განმარტავს მორჩილაძე.

რატი მორჩილაძე "საქმიანი დილას" ეთერში "ფორსაითის" ახალ პროექტებს აანონსებს და აღნიშნავს, რომ "ლარის ფონდი", დარიცხული სარგებლის თვალსაზრისით, მომხმარებლისთვის ზღვაში წვეთია.

"ჩვენი კომპანიის მთავარი მიზანია, რომ ჩვენს კლიენტებს და ინვესტორებს მივცეთ წვდომა საუკეთესო ფინანსურ შესაძლებლობებზე და მათ ფულის გაკეთებაში დავეხმაროთ. ლარის ფონდი მხოლოდ დასაწყისია. ლარის ფონდიდან მიღებული სარგებელი, რომელიც, რა თქმა უნდა, კარგია, მხოლოდ ზღვაში წვეთია იმ სარგებლისა, რომელსაც კლიენტები ჩვენგან გრძელ ვადაში მიიღებენ.

მაგალითად, დოლარში და ევროში გვაქვს, ფაქტობრივად, უკონკურენტო შეთავაზებები ვადიან განთავსებებზე. ამის გარდა, სულ ცოტა ხნის წინ გავუშვით უნაღდო სავალუტო კონვერტაციები, ჯიხურის კურსით. ახლა ვმუშაობთ რამდენიმე ახალ, საინტერესო პროდუქტზე, რომელსაც სულ მალე მივაწვდით ბაზარს", - ამბობს რატი მორჩილაძე.

ცნობისთვის, კომპანიის მთავარი საინვესტიციო ოფიცრის განმარტებით, ლარის ფონდი მუშაობს, როგორც საბანკო მიმდინარე ანგარიში, სადაც ყოველდღიურ ნაშთზე გერიცხებათ მაღალი სარგებელი, თანხაზე მომენტალური წვდომით: "ეს ნიშნავს, რომ ლარის ფონდი არის ადგილი, სადაც ადამიანს შეუძლია, ძალიან მარტივად განათავსოს თავის თანხა, შევიდეს "ფორსაითის" პორტალზე და შექმნას ანგარიში. შემდეგ უკვე პირადი საბანკო ანგარიშიდან თქვენი ლარის ფონდის ანგარიშზე რიცხავთ სასურველ თანხას და თვალს ადევნებთ, როგორ გამოიმუშავებს ის დამატებით შემოსავალს".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები