მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარის გამყარება სავალუტო რეზერვის შევსების საუკეთესო საშუალებაა - ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი

64302209afbca
თელარა გელანტია
07.04.23 23:21
859
„ნატახტარის“ ლიმონათისა და ლუდის მწარმოებელი კომპანია „ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორის ნიკოლოზ ხუნძაკიშვილის შეფასებით, ლარის გამყარება საერთაშორისო სავალუტო რეზერვის შევსების საუკეთესო საშუალებაა.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ლარის გამყარების ტრენდის ექსპორტიორ კომპანიებზე გავლენის შეფასებისას განაცხადა.

საქმე ის არის, რომ „ეფეს საქართველო“ პროდუქციის ექსპორტს 25-მდე ქვეყანაში ახორციელებს, მაგრამ როგორც ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი ამბობს, ჯამურ გაყიდვებში ექსპორტის წილ 25%-ს არ აჭარბებს.

ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ ფართო სურათში ლარის გამყარება დადებითი ფაქტორია.

„ბიზნესი როგორც განსაზღვრება არის რისკის ფაქტორი და ვგეგმავთ, სხვადასხვა რისკფაქტორს ვითვალისწინებთ, მათ შორის იმას, რომ შეიძლება ლარის კურსი სხვადასხვა მიმართულებით შეიცვალოს. ამდენად, კომპანიის პორტფელი უნდა იყოს იმდენად დივერსიფიცირებული, მათ შორის ექსპორტის ნაწილში თქვენი პროდუქცია არ უნდა იყოს იმაზე მეტი, რომელიც კურსის ცვალებადობის შემთხვევაში პრობლემებს შექმნის.

მე ძალიან კარგად მესმის მცირე და საშუალო ბიზნესის და იმ კომპანიების, ვისაც ძირითადი შემოსავალი პროდუქციის ექსპორტიდან აქვს, მაგრამ მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ნედლეული ძირითადად იმპორტირებულია და ლარის გამყარების გამოს, მისი შეძენა იაფდება;

თუმცა ერთმნიშვნელოვნად მაინც არ ვიტყოდი, რომ ლარის გამყარება დადებითი ან უარყოფითი მოვლენაა. ფართო სურათში თუ შევხდავთ, ეს არის საუეთესო საშუალება, რომ გავაუმჯობესოთ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მაკროეკონომიკური პარამეტრი - საერთაშორისო სავალუტო რეზერვები, რომელმაც $5 მილიარდს გადააჭარბა.

ყველაზე მთავარ გამოწვევას მე მაინც მომხმარებლის კუთხიდან ვუყურებ და ვხედავ - სამწუხაროდ, ჩვენი ყველაზე დიდი შემოსავალი ფულადი გაზვნილებია,ს რაც იმას ნიშნავს, რომ საბერძნეთიდან გამოგზავნილი 100 ევრო თუ ადრე 350 ლარი იყო, დღეს 275 ლარია. თან იმის გათვალისწინებით, რომ ინფლაცია არის მიზნობრივ დონეზე გაცილებით მეტი - ეს არის უფრო დასაფიქრებელი საკითხი, ვიდრე - ლარის გამყარება. ბიზნესი კი, რაც არ უნდა იყოს, მაინც მოერგება... ბიზნესმა დღეს შეიძლება დაკარგოს, ხვალ - მოიგოს, ესაა ბიზნესის ფილოსოფია. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ბიზნესი არ ერქმეოდა“, - განაცხადა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები