მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2024 წელი ლუდის ინდუსტრიას გაყიდვებში 1,5 %-იანი ზრდა ჰქონდა - ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი

ლუდი

"ეფეს საქართველოს" კორპორაციულ საქმეთა დირექტორის ინფორმაციით, ლუდის ინდუსტრიამ გასული წელი გაყიდვების 1,5%-იანი ზრდით დაასრულა.

“საქმის კურსთან” ინტერვიუში ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა განაცხადა, რომ თუ 2023 წელს ბაზრის მთლიანი მოცულობა 131 მილიონზე მეტი ლიტრი იყო, 2024 წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 133 მილიონ ლიტრამდე გაიზარდა, რაც 1,5%-იან ზრდას წარმოადგენს.

"133 მილიონი ლიტრით დავხურეთ ინდუსტრიამ წინა წელი, რაც 1,5%-ით ზრდას ნიშნავს. 2022 წელს გვქონდა რეკორდული წელი, 10%-ს გადააჭარბა ზრდამ. ლუდის ინდუსტრია ბოლო 15 წლის განმავლობაში შეიცვალა, თუ ადრე იყო “პივა”, ახლა არის ლუდი. ქართული ლუდის ინდუსტრიას აქვს ნდობა და ლიცენზირებული მსოფლიო ბრენდების ჩამომსხმელები ვართ. თუ სერიოზულ ლუდსახარშს არ წარმოადგენ, შენ ლიცენზიას ვერ მიიღებ. პრემიუმიზაცია არის კარგი ტენდენცია და ვცდილობთ სხვა სიმაღლეზე ავიდეთ.

სამწუხაროდ, ლუდის ექსპორტი არ ხდება, თუმცა ვფიქრობ, დროთა განმავლობაში ქართული ბრენდები საექსპორტო პოტენციალის ბრენდად ჩამოყალიბდება”,- აცხადებს ხუნძაკიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები