მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარის გაუფასურება, ინფლაციის ზრდა, ეკონომიკური ვარდნა - ნიკა გილაურის პროგნოზი

ნიკა გილაური

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და საკონსულტაციო კომპანია Reformatics-ის დამფუძნებელი ნიკა გილაური ქვეყანაში 2025 წელს ეკონომიკურ ვარდნას, ლარის კურსის გაუფასურებას და გაზრდილ ინფლაციას პროგნოზირებს, რაც მისი შეფასებით გარდაუვალი იქნება თუკი არ ჩატარდება ახალი არჩევნები და შენარჩუნდა "ქართული ოცნების" იზოლაციონისტური პოლიტიკა.

თბილისში, Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-ში Freebusiness.ge კონფერენცია გაიმართა, სადაც Reformatics-ის დამფუძნებელმა ნიკა გილაურმა Freebusiness-ის ქვეყანაში შექმნილ კრიზისულ ვითარებაზე პრეზენტაცია წარადგინა.

ნიკა გილაური აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი გამოწვეული იქნება იმ ფაქტორების მიერ, რაც ქვეყანაში შემცირებულ სავალუტო შემოდინებებს და ეკონომიკურ აქტივობას უკავშირდება. ნიკა გილაური მიიჩნევს, რომ ეკონომიკური კრიზისი გავლენას მოახდენს ქვეყნის ბიუჯეტზეც და მოსალოდნელია რომ 2025 წელს მისი საგადასახადო ნაწილის შესრულება ეკონომიკური ვარდნის გამო ვერ მოხერხდეს, რის გამოც მთავრობას უფრო მეტი ვალის აღება და შედეგად ბიუჯეტის დეფიციტის ზრდა მოუწევს.

"უკვე დღეს ჩანს, რომ დოლარი უფრო იყოს 15-17 თეთრით უფრო მაღალ ნიშნულზე და 3.1 ლარის მიდამოებში. ეს ჩანს თუ როგორ კორელაციაშია ლარი უცხოურ შემოდინებებთან. ეს განშტოება გამოწვეულია ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების გაყიდვით და ასეთი ცვლილება არ გამოიწვია ლარი/დოლარის კურსზე. მეორე კი არის საქართველოს ძირითადი სავაჭრო ქვეყნების ვალუტებთან კორელაცია.

ეს ორივე დაკვირვება აჩვენებს, რომ უახლოეს 3 თვეში უნდა ველოდოთ ლარის გაცვლითი კურსის გაუარესებას დოლართან მინიმუმ 3.1 ლარის ნიშნულამდე და შეიძლება ცოტა უფრო მაღლაც, გააჩნია რა რეალობა იქნება. თუ გაუარესდება მაშინ 3.1 ლარამდე გაუფასურება არ იქნება საკმარისი, რათა დააბალანსოს ქვეყანაში ვალუტის შემოდინების დანაკლისი.

კურსი ძალიან ახლო კორელაციაშია ინფლაციასთან. ჩვენ ვხედავთ რომ იმპორტი გაძვირდა, მაგრამ რეალურად ჯერ ეს სამომხმარებლო ინფლაციაზე ასახული არაა. ინფლაციას წელს უნდა ველოდოთ 6%-ს შეიძლება უფრო მაღალსაც კი.

ჩვენი პროგნოზია ეკონომიკის 2%-იანი კლება, რაც წელს ექნება ქვეყანას. თუკი ეს ვითარება არ გაგრძელდა და იქნება არჩევნები, მაშინ აღდგება შემოდინებები და გავდივართ ზრდაზე.

მაგრამ თუკი ეს კრიზისი იქნება ხანგრძლივი, მაშინ დოლარის კურსი 3.1 არ იქნება საკმარისი და იქნება უფრო მაღალი.

ბიუჯეტი არის დაგეგმილი 6%-იან ზრდაზე. თუკი იქნება -2%-იანი ვარდნა, მაშინ ბიუჯეტსაც ექნება პრობლემა. საბიუჯეტო პრობლემა იქნება 1.3-1.6 მილიარდი ლარის ფარგლებში. დიდი ხანია სიტყვა სეკვესტრი არ გამოგვიყენებია, თუმცა მომდევნო 6 თვეში შესაძლოა დაგვჭირდეს. საერთაშორისო ბაზარზე ამ თანხის მოზიდვა იქნება რთული და ამას ავიღებთ ან შიდა ბაზარზე, ან გამოვიყენებთ ნაშთს, ეს გაზრდის დეფიციტს და იმოქმედებს ინფლაციაზე,"- განაცხადა ნიკა გილაურმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები