ლარი დოლართან გაუფასურების ანტირეკორდს ხსნის. 26 ივლისის ვაჭრობის შემდეგ ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2 ლარი და 93 თეთრი გახდა. კომერციულ ბანკებში დოლარის ყიდვა კიდევ უფრო ძვირად -2 ლარად და 98 თეთრადაა შესაძლებელი. თავის არსებობის ისტორიაში ლარი დოლარის მიმართ მსგავსად გაუფასურებული არ ყოფილა. რეალურად, ლარის კურსმა დოლარის მიმართ მკვეთრი გაუფასურება მაისის დასაწყისიდან დაიწყო, შესაბამისად ამ პერიოდში მასზე გავლენა ვერ ექნებოდა ვერც ვლადიმერ პუტინის მიერ დაწესებულ ავიაშეზღუდვას და ვერც ივლისში რუსეთიდან შემცირებულ ტურისტულ ნაკადებს.
2019 წლის დასაწყისში ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2 ლარი და 67 თეთრი იყო. წლის პირველ სამ თვეში, ლარი დოლარის მიმართ 2 თეთრით გაიფასურდა და მარტის ბოლოს მისი ღირებულება 2.69 ლარი გახდა. აპრილში ლარის მერყეობა არ შეინიშნებოდა და კურსი 2 ლარსა და 70 თეთრს შორის შენარჩუნდა.
რეალურად, ლარის გაუფასურება მაისიდან დაიწყო. კერძოდ, თუკი მაისის დასაწყისში ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2 ლარი და 70 თეთრი იყო მაისის ბოლომდე ლარი 10 თეთრით გაუფასურდა. ერთ თვეში ეროვნულმა ვალუტამ საკუთარი ღირებულების 3.7% დაკარგა და მაისის ბოლოს ერთი დოლარის ღირებულება 2 ლარი და 80 თეთრი გახდა. გაუფასურების დინამიკა შენარჩუნდა ივნისშიც. თვე ლარმა მცირედი გამყარებით დაიწყო და 20 ივნისს მისი კურსი მაისის ბოლოსთან შედარებით 2 თეთრით გამყარებული - 2.78 ლარი იყო.
ლარის შემდგომი გაუფასურება კი 25 ივნისიდან დაიწყო. ივნისის ბოლოს დოლარის ღირებულებამ 2 ლარს და 86 თეთრს მიაღწია. გამოდის რომ ივნისში ლარი 6 თეთრით გაუფასურდა. მაისთან შედარებით მისი ღირებულება 2.1%-ით შემცირდა - ნაკლებად ვიდრე ეს მაისში მოხდა. რაც შეეხება ივლისის თვეს, თვის დასაწყისიდან ეროვნული ვალუტა დოლარის მიმართ 11 თეთრით გაუფასურდა.
სტუმრები: ზურაბ ჭიაბერაშვილი - პარლამენტარი, "ევროპული საქართველო";
დავით ჭიჭინაძე - პარლამენტარი;


































