“თიბისი კაპიტალი” გასული კვირის ბოლოს ლარის დოლართან მიმართებით მცირედი გაუფასურების რამდენიმე მიზეზზე წერს. კერძოდ, მიმოხილვაში აღნიშნავს, რომ მათი მოლოდინების შესაბამისად, წინა კვირაში ლარმა პოზიციები მცირედით დათმო.
გამყარების ფაქტორების მხრივ, აღსანიშნავია რომ იანვარში არარეზიდენტების მხრიდან ლარის სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზე მოთხოვნის ზრდა არ დაფიქსირდა, რადგანაც ამ ტიპის ინვესტორების მფლობელობაში არსებული პორტფელის ოდენობა იგივე დარჩა, ხვედრითი წილი კი შემცირდა.
ამას გარდა, გასულ კვირას შემცირდა საგარეო რისკები როგორებიცაა: უკრაინაში სამხედრო კონფლიქტის დაწყების ალბათობა და თურქეთის მაკროეკონომიკური პოლიტიკის მიმართ გარკვეულწილად გაუმჯობესებული შეფასება.
ამის მიუხედავად “თიბისი კაპიტალი” საკუთარ ყოველკვირეულ განახლებაში წერს, რომ კვირის ბოლოს უკრაინის გარშემო დაძაბულობა კვლავ გაიზარდა.
დოლარის მხრივ, აშშ-ს იანვრის ინფლაცია მოსალოდნელზე მაღალი დაფიქსირდა. შესაბამისად, ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ განაკვეთის უფრო მეტად აწევის მოლოდინებიც გაიზარდა და დოლარიც მცირედით გამყარდა. მართლაც, საქართველოსაგან განსხვავებით, როდესაც ინფლაციის ყოველთვიური მაჩვენებლები შემცირდა, ამერიკაში ამ ინდიკატორითაც ინფლაციის მაღალი ზეწოლა იკვეთება.




























