მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლარსზე სატვირთოების ელექტრონული რიგის დაჯავშნის სისტემის ამოქმედება ფინანსურ მაქინაციებს გამოიწვევს - TCRC

ლარსი

სატრანსპორტო დერეფნის კვლევითი ცენტრის შეფასებით, ზემო ლარსზე სატვირთო ავტოტრანსპორტის ელექტრონული რიგის დაჯავშნის საპილოტე სისტემის ამოქმედება ე.წ. შუამავლების ჩართულობას და ფინანსურ მაქინაციებს გამოიწვევს.

საქართველო-რუსეთის საზღვარზე ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე საპილოტე სისტემის ამოქმედების შესახებ სატრანსპორტო დერეფნის კველვის ცენტრი ანალიტიკური ინფორმაციას იმ ქართველი მძღოლებისათვის აქვეყნებს, რომლებიც ზემო ლარსის გამშვები პუნქტით სარგებლობენ და საქართველოში შემოდიან.

მათი ინფორმაციით, 2025 წლის 1 ოქტომბრიდან საკონტროლო – გამშვებ პუნქტ ზემო ლარსზე, რუსეთის მხრიდან სატვირთო ავტოტრანსპორტის რიგის წინასწარ ელექტრონული დაჯავშნის სისტემა ამოქმედდება. ანალოგიური ელექტრონული დაჯავშნის სისტემა რუსეთმა მანამდე ოთხ სასაზღვრო გამშვებ პუქტზე უკვე დანერგა. ერთ-ერთი რუსეთ–ჩინეთის საკონტროლო გამშვები პუნქტი ზაბაიკალსკია. TCRC-ში აცხადებენ, რომ გადამზიდველები, რომლებიც ზაბაიკალსკის გამშვები პუნქტით სარგებლობენ, დამატებით წარმოქმნილი პრობლემების და ე.წ. შუამავლების ფინანსური მაქინაციების გამო დიდ უკმაყოფილებას გამოთქვამენ. აქედან გამომდინარე, სატრანსპორტო დერეფნის კვლევით ცენტრში ელიან, რომ ანალოგიური ფინანსური მაქინაციები ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზეც იჩენს თავს.

"2025 წლის 1 ოქტომბრიდან ზემო ლარსში სატვირთო ავტოტრანსპორტის ელექტრონული რიგის მართვას Росгранстрой განახორციელებს. ФГКУ Росгранстрой – ზუსტი განსაზღვრებაა Федеральное государственное казенное учреждение ცნობით, რომელიც რუსეთის საზღვრებზე განლაგებული ობიექტების მშენებლობით და ექსპლუატაცითაა დაკავებული, შეიქმნება სპეციალური Telegram არხი, რათა გადამზიდველებს ოპერატიულად ეცნობოს რიგებთან დაკავშირებული ვითარებისა და სისტემაში ცვლილებების შესახებ.

საზღვრის გადაკვეთის დროისა და თარიღის დაჯავშნა უფასოა, თუმცა გადამზიდავისთვის ნებისმიერი ტვირთის ელექტრონული რიგის დაჯავშნა სავალდებულოა.

გარდა ამისა, 1 სექტემბრიდან სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება, რაც მიზნად ისახავს ელექტრონული რიგიდან ფინანსებზე ორიენტირებული ე.წ. შუამავლების რგოლის ამოგდებას.

ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალების დარეზერვების დროის და საცობების შესახებ ხელმისაწვდომი იქნება Telegram არხის ოფიციალურ არხზე.

ზემო ლარსი რუსეთსა და საქართველოს შორის ერთადერთი მოქმედი საკონტროლო – გამშვები პუნქტია, რომლის გავლითაც გაედინება ორ ქვეყანას შორის, ასევე თურქეთისა და სომხეთის მიმართულებით ყველა სატრანსპორტო ნაკადი, რაც ხშირად რიგების წარმოქმნას იწვევს.

სიტუაციას ართულებს არასასურველი ამინდის პირობები, რის გამოც, განსაკუთრებით ზამთარში მოძრაობა ხშირად შეჩერებულია.

2022 წლის აგვისტოდან ზემო ლარსში ელექტრონული რიგის ანალოგი ფუნქციონირებს, რომელიც საშუალებას იძლევა გადამზიდველისგან მიიღოს მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების რიგითი ნომერი და თვალყური ადევნოს მათ დაგროვება – გაწოვას, თუმცა საზღვრის გადაკვეთის დროის წინასწარ დაჯავშნის შესაძლებლობას არ იძლევა.

ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე საცობების და გზებზე გადატვირთულობის შემცირების მიზნით, რიგის წინასწარი დაჯავშნის სისტემის გამოყენებით მძღოლებს საშუალება ეძლევათ წინმსწრებად, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოძრაობის პროცესში დაარეზერვონ საზღვრის გადაკვეთის თარიღი და დრო.

ასეთი სისტემა უკვე მოქმედებს ზაბაიკალსკის საკონტროლო - გამშვებ პუნქტზე (ჩინეთის საზღვარი), ბუგრისტოეს საკონტროლო - გამშვებ პუნქტზე (ყაზახეთის საზღვარი), ჩერნიშევსკოეს საკონტროლო - გამშვებ პუნქტზე (ლიტვის საზღვარი) და ტაგირკენტ - კაზმალიარის საკონტროლო - გამშვებ პუნქტზე (აზერბაიჯანის საზღვარი).ზაბაიკალსკის საკონტროლო - გამშვებ პუნქტზე, რომელიც ჩინეთსა და რუსეთს შორის ტვირთების გადაზიდვის მთავარი მიმართულებაა, ელექტრონული რიგის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემებია.

გადამზიდავების ინფორმაციით, პრაქტიკულად შეუძლებელია ზაბაიკალსკის საკონტროლო - გამშვებ პუნქტზე ადგილის დამოუკიდებლად დაჯავშნა, რადგან ყველა ხელმისაწვდომ ადგილს ე.წ. შუამავლები მყისიერად იტაცებენ.გადამზიდავების ინფორმაციით, ჯავშნის მისაღებად, ნებისმიერ შემთხვევაში, შუამავლებს უნდა დაუკავშირდეთ. შედეგად, ელექტრონული რიგი, რომელიც უფასოდ ითვლება, რეალურად ფასიანია, მხოლოდ ერთი სატრანსპორტო საშუალების ადგილის დაჯავშნა - 15-დან 30 ათასი რუბლი ჯდება.

ვინაიდან ზემო ლარსი რუსეთსა და საქართველოს შორის ერთადერთი საკონტროლო - გამშვები პუნქტია, სისტემის ზემო ლარში ამოქმედებამ შესაძლოა მსგავსი პრობლემები გამოიწვიოს.

2025 წლის 1 ოქტომბრიდან რუსეთის მიერ ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე რიგის წინასწარი ელექტრონული დაჯავშნის სიტემის ამოქმედებით მოსალოდნელია ე.წ შუამავლების კორუფციულ გარიგებებში ჩართვა რაც სატვირთო ავტოტრანსპორტის დამატებითი შეფერხებებს გამოიწვევს", - ნათქვამია სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ანალიზში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები