მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლაშა ხუციშვილი გაეროს მუდმივ კოორდინატორს შეხვდა

ფინანსთა

"ოცნების" მთავრობაში ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში გაეროს მუდმივ კოორდინატორს, დიდიე ტღებიუკს შეხვდა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს გაეროსა და საქართველოს შორის 2026–2030 წლების ჩარჩო ხელშეკრულების ფარგლებში განსაზღვრული თანამშრომლობის საკითხები.

ხუციშვილმა გაეროს მუდმივ კოორდინატორს გააცნო ქვეყნის მაკროეკონომიკური ვითარება და ფისკალური პარამეტრები. ასევე, ყურადღება გამახვილდა მთავრობის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე, რომელთა მიზანია ქვეყნის მდგრადი განვითარების მხარდაჭერა.

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი დაგლას უები, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი საქართველოში კაორი იშიკავა და გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისის ეკონომისტი ერიკ ანდერმო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები