მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლაშა ხუციშვილი IMF-ის მმართველი დირექტორის მოადგილეს შეხვდა

ლაშა ხუციშვილი
14.04.26 12:57
911

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მმართველი დირექტორის მოადგილეს, ბო ლის შეხვდნენ.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა მიმოიხილეს. საუბარი შეეხო მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებს.

"განხილვის თემა იყო საქართველოს მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობა და ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესი, როგორც მაღალი ეკონომიკური ზრდის, ისე სტაბილური მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების კუთხით.

საუბარი, ასევე, შეეხო მიმდინარე გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონს, მათ შორის, ახლო აღმოსავლეთის კრიზისის გათვალისწინებით ფონდის მიერ შემუშავებულ სცენარებს, გლობალური და რეგიონული ეკონომიკის განვითარების ტენდენციებთან მიმართებით", - ნათქვამია უწყების გავრცელებულ პრესრელიზში.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე, ეკატერინე გუნცაძე, საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში თამარ ტალიაშვილი, ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები, ეკატერინე მიქაბაძე, ეკატერინე გალდავა, ნინო ჯელაძე, სებ-ის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამთა სოფრომაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები