მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რაზე ისაუბრებს ლაშა ხუციშვილი IMF-ისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო სესიაზე გამართულ შეხვედრებზე?

ლაშა ხუციშვილი

ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ლაშა ხუციშვილი მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო სესიაში, სადაც დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ხელმძღვანელ პირებთან.

როგორც ფინანსთა მინისტრი აღნიშნავს, შეხვედრებზე განიხილება მიმდინარე თანამშრომლობა და სამომავლო პროექტები როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, ისე მსოფლიო ბანკთან. ასევე დაგეგმილია კონსულტაციები საინვესტიციო კომპანიებთან, სადაც საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა და პროგნოზები იქნება განხილული.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ვისაუბრებთ მიმდინარე თანამშრომლობის პერსპექტივებზე. მსოფლიო ბანკთან საუბარი გვექნება საქართველოში მიმდინარე პროგრამებზე, ასევე სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზე, რომელსაც აქვს საკმაოდ ამბიციური მიზნები. ამ მიმართულებით ჩვენ ვაგრძელებთ ძალიან აქტიურ თანამშრომლობას როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, ისე მსოფლიო ბანკთან. გარდა ამისა, შეხვედრები გაიმართება საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიებთან, სადაც მათ გავაცნობთ საქართველოში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას და სამომავლო პროგნოზებს. ამასთან დაკავშირებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიები ძალიან აქტიურები არიან საქართველოს ეკონომიკასთან მიმართებით. მათ აქვთ საკმაოდ დიდი დაინტერესება, რაც გამოჩნდა უახლოესი ევრობონდების გამოშვებისას. ასევე დიდია დაინტერესება ჩვენი ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების მიმართ“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, შეხვედრები გაიმართება საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებთან, სადაც განიხილება საქართველოს საკრედიტო რეიტინგები და მათი შემდგომი პერსპექტივები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები