მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებს შეხვდა

amf

"ქართული ოცნების" მთავრობის ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებს შეხვდა.

გუშინ, IMF-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 2023 წელს საქართველოში შეჩერებული პროგრამის აღდგენაზე მისიის ფარგლებში საუბარი არ იქნება.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამუშაო ფორმატში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა მიმოიხილეს გასული და მიმდინარე წლების ეკონომიკური ვითარება, 2025 წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები, საშუალოვადიანი მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები, მთავრობის ეკონომიკური რეფორმების პროგრამა.

მათივე ცნობით, მხარეებმა ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და სამუშაო მისიას წარმატებები უსურვეს.

2023 წელს IMF-მა საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის მეორე ტრანშის დირექტორთა საბჭოზე წარდგენა და, შესაბამისად, დამტკიცება „გადადო“. მხარდამჭერ პროგრამაზე (Stand-by Arrangement) საქართველოს ხელისუფლება და სავალუტო ფონდი 2022 წლის აპრილში შეთანხმდნენ. სამწლიანი პროგრამა 289 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებდა - სესხის სახით. ტრანშის პირველი ნაწილი, 40 მილიონი უკვე ათვისებულია. ფორდმა პროგრამა მას შემდეგ შეაჩერა, რაც საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებები შეიტანა, რამაც ინსტიტუტის დამოუკიდებლობაზე კითხვები გააჩინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები