„მთავრობამ უნდა იმოქმედოს მყისიერად“, - ასე პასუხობს BM.GE-ის კითხვას ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა, რომელიც საინვესტიციო გარემოზე კონგრესმენებისა და ევროპარლამენტარების წერილების გავლენას ეხებოდა.
როგორც ბიზნესმენი აღნიშნავს, იმ შემთხვევაში თუ წერილები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს, ეს იმოქმედებს საინვესტიციო გარემოზე და უცხოურ ინვესტიციებზე, ამიტომ მთავრობამ მყისიერად უნდა იმოქმედოს.
" მუდმივი პროცესია ეს, მოკლევადიანად არაფერი არ იქნება, გრძელვადიანად მუშაობს მთავრობა - ყველაფერი ამის გამოსწორება, ამათთან ურთიერთობა, მეტი ინფორმაციის მიწოდება.
თუ გაგრძელდა ეს გზავნილები და პერმანენტული ხასიათი მიიღო, რა თქმა უნდა ექნება გავლენა (უცხოურ ინვესტიციებზე). მე მგონია, რომ ამის პრევენცია შესაძლებელია - მთავრობამ უნდა იმოქმედოს მყისიერად“, - უთხრა BM.GE-ის ლაშა პაპაშვილმა.
(სტილი დაცულია)