მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლაშა შავდათუაშვილს და ვაჟა მარგველაშვილს, წესების დარღვევის გამო, ოლიმპიური სოფელი დაატოვებინეს

610647a97d7d6
თათია კაკიაშვილი
01.08.21 11:11
11332
ორ ქართველ ვერცხლის მედალოსანს - 27 წლის ვაჟა მარგველაშვილს და 29 წლის ლაშა შავდათუაშვილს - ოლიმპიური თამაშების დატოვება სთხოვეს, ამის მიზეზი ტოკიოს ღირსშესანიშნაობების დათვალიერება გახდა. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ცნობით, სპორტსმენებმა ოლიმპიური სოფელი არამიზნობრივად დატოვეს, რაც ოლიმპიური თამაშებისას COVID 19-ის მართვის წესებს ეწინააღმდეგება. ამასთან, იაპონიაში ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, საგანგებო მდგომარეობა გახანგრძლივებულია.

ოლიმპიური თამაშების სპიკერის, მასანორი ტაკაიას თქმით, ღონისძიებამ აკრედიტაცია იმ პირობით მოიპოვა, რომ სპორტსმენები ოლიმპიურ სოფელს მიზანშეუწონელად არ დატოვებდნენ და ამით არც საკუთარ და არც სხვის ჯანმრთელობას საფრთხეს არ შეუქმნიდნენ. მისივე თქმით, წესის დამრღვევებს აკრედიტაცია შეუჩერდათ.

მოგვიანებით საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა ინფორმაცია ორი სპორტსმენის აკრედიტაციის შეჩერების შესახებ - დაადასტურა. ორივე ძიუდოისტს ოლიმპიური სოფლის შენობაში აღარ უშვებენ. ამასთან, ძიუდოისტებმა თავიანთი გამოსვლის შემდეგ იაპონია უკვე დატოვეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები