მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლაშა ტალახაძე სამგზის ოლიმპიური ჩემპიონია - საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების მთავარი მხარდამჭერია

ტალახაძე
12.08.24 17:18
119

ლაშა ტალახაძე სამგზის ოლიმპიური ჩემპიონია. მან პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე მესამე ოქროს მედალი მოიპოვა და საქართველოს ისტორიაში პირველი სპორტსმენი გახდა, რომელმაც ზედიზედ, მესამედ მიიღო ოლიმპიური ჩემპიონის წოდება.

წლევანდელ ოლიმპიადაზე ლაშა ტალახაძემ ატაცის ფარგლებში 215 კილოგრამი, ხოლო აკვრის ეტაპზე კი 255 კილოგრამი დააფიქსირა.

ამასთან, ლაშა არის 7 გზის მსოფლიო ჩემპიონი, ასევე, 7 გზის ევროპის ჩემპიონი. ეს ყველაფერი არ არის:

ლაშას ეკუთვნის:

  • ყველა დროის რეკორდი ატაცში - 225 კილოგრამი
  • ყველა დროის რეკორდი აკვრაში - 267 კილოგრამი
  • ყველა დროის რეკორდი ორჭიდში - 492 კილოგრამი

სამგზის ჩემპიონს 2015 წელს მოგებული აქვს ყველა ტურნირი, რომელშიც კი მიიღო მონაწილეობა, მსოფლიო ჩემპიონატი, საერთაშორისო ტურნირი... ლაშა ტალახაძე ერთადერთი ძალოსანია სპორტის ამ სახეობის ისტორიაში, რომელმაც 10 წლის განმავლობაში ზედიზედ მოიგო წლის მთავარი შეჯიბრება - 3-ჯერ ოლიმპიადა და 7-ჯერ მსოფლიო პირველობა, 2015, 2016, 2017, 2018, 2019, 2020, 2021, 2022, 2023 და უკვე 2024 წლებში.

მიღწეულ შედეგებზე დაყრდნობით, სპორტის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ის ისტორიაში საუკეთესო ძალოსანია.

ეს ლაშა ტალახაძის მიღწევების მხოლოდ ნაწილია. ლაშა არ ჩერდება და კიდევ ერთხელ გვიქმნის მოლოდინს, რომ საუკეთესო წინ არის.

საქართველოს ბანკი კი განაგრძობს ქართველი სპორტსმენების და იმ ადამიანების მხარდაჭერას, რომლებიც არ ჩერდებიან და საკუთარი წარმატებით უკეთეს საქართველოს ქმნიან. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები