მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ქონებას ფლობს ლაშა ტალახაძე?

ლაშა ტალახაძე

“ქართული ოცნების” წევრი ლაშა ტალახაძე და მისი ცოლი ანა დემურია დუშეთში, მცხეთასა და თბილისში რამდენიმე უძრავ ქონებას ფლობენ. ტალახაძემ ანტიკორუფციულ ბიუროში დეკლარაცია 4 ოქტომბერს წარადგინა.

ტალახაძე ფლობს 10 ათასი კვ ფართობის მიწის ნაკვეთს დუშეთის რაინში, მცხეთაში სოფელ ნავდარაანთკარში ჯამში თითქმის 2 ათასი კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთის მფლობელია. მცხეთაში სამხედრო ქუჩასა და ნუცუბიძის ფერდობზე სახლებს იშენებს. ამას გარდა, ტალახაძეს ხუთი ბინა აქვს თბილისში, ასევე ტერასა, მისი ცოლი კი თბილისში ბინასა და მიწის ნაკვეთებს.



ტალახაძე და მისი ცოლი ჯამში ოთხ მანქანას ფლობენ: BMW XM-ს; Jeep Wrangler-ს; Lexus LX450-სა და Toyota Prado-ს. ოთხ ოქტომბერს შევსებული დეკლარაციით, ტალახაძეს ანგარიშზე აქვს ჯამში სამ მილიონ ლარზე მეტს ფლობენ, მის შვილებს კი 45 ათასი დოლარი აქვთ. ტალახაძე არის სამი კომპანიის მეწილე შპს "ლტ კომპანის"; შპს "ელ, ბი. ჯეო გრუპი"; შპს ჰილსაიდი და ლაშა ტალახაძის ოლიმპიური ბანაკი.

ძალოსანი ლაშა ტალახაძე მმართველმა პარტიამ “ქართულმა ოცნებმა” 10 სექტემბერს წარადგინა საპარლამენტო სიის მე-7 ნომრად. ტალახაძე სამგზის ოლიმპიური ჩემპიონია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები