ძალოსანი ლაშა ტალახაძე ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული გახდა. 27 წლის ქართველისთვის ეს რიგით მეორე ოლიმპიური ოქროა.
ტალახაძემ 3 მსოფლიო რეკორდი დაამყარა - ატაცში მან 223 კილოგრამი ასწია, რაც ახალი მსოფლიო რეკორდია. აკვრაში ქართველმა სპორტსმენმა 265 კილოგრამი დაძლია და ამ კუთხითაც ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ამასთან, მან ორჭიდში 488 კილოგრამი დააგროვა, რითაც თავისივე მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა.
შეგახსენებთ, რომ რიგით პირველი ოქროს მედალი ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა მოიპოვა.