მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლაშა ხუციშვილი: ეკონომიკური ზრდის დაჩქარების მხრივ პოზიტიური მოლოდინი გაჩნდა

60a7a48ebb90e
ვიქტორია მღებრიშვილი
21.05.21 19:35
806
ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ყველა მიმართულებით, მათ შორის, ტურიზმის სექტორისა და ეკონომიკური ზრდის დაჩქარების მიმართულებით საკმაოდ პოზიტიური მოლოდინი გაჩნდა.

მისი თქმით, ეს პროცესები აპრილსა და მაისში ეკონომიკური აქტივობების ზრდასა და ვაქცინაციის ტემპის დაჩქარებას უკავშირდება.

„მნიშვნელოვანია ის, რომ ბოლო პერიოდში გაჩნდა საკმაოდ პოზიტიური მოლოდინი ყველა მიმართულებით, მათ შორის, ტურიზმის სექტორთან მიმართებით; ასევე, ეკონომიკური ზრდის დაჩქარების კუთხით. ეს პოზიტიური მოლოდინი გაჩნდა ერთი მხრივ, პანდემიის უშუალოდ განვითარებასთან დაკავშირებით, ვაქცინაციის ტემპის დაჩქარებასთან დაკავშირებით და იმ ეკონომიკური აქტივობების ზრდასთან დაკავშირებით, რომელიც აპრილსა და მაისში სახეზე გვაქვს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

როგორც მან აღნიშნა, მარტთან შედარებით აპრილში მაღალი ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები