მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლავროვის განცხადებით, პუტინ-ზელენსკის სამიტისთვის გეგმა ჯერ შედგენილი არ არის

რუსეთ-უკრაინა
BM. GE
25.08.25 22:37
1719

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრისთვის აუცილებელი გეგმა ჯერ შედგენილი არ არის. გეგმაში ის არამარტო შეხვედრის განსაზღვრულ დროსა და ადგილს, არამედ იმ კონკრეტულ საკითხებსაც გულისხმობს, რომლებზეც ორი ქვეყნის ლიდერმა უნდა ისაუბროს.

ლავროვის თქმით, მოლაპარაკებებზე საუბარი, გეგმის ჩამოყალიბებამდე ნაადრევია. რუსეთს პირველი დიპლომატი აღნიშნავს, რომ მსგავსი მასშტაბისა და მნიშვნელობის შეხვედრას 2-კვირიანი ვადა ვერ ეყოფა და ამას გაცილებით საფუძვლიანი მომზადება სჭირდება.

მოლაპარაკებების გაწელვა უარყოფითად მოქმედებს პრეზიდენტ ტრამპის გეგმებზე, რომელიც პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის გამართვას ალასკის სამიტის დასრულებიდან 2 კვირის ვადაში ვარაუდობდა. მართალია, ომში მყოფი ქვეყნების ლიდერების შეხვედრისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ, თუმცა თუ პროცესი საგრძნობლად გაიწელა, არ არის გამორიცხული, ტრამპი პროცესიდან სრულად გავიდეს და მშვიდობის დამყარებაში მონაწილეობაზე უარი თქვას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები