ბათუმში Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien გაიხსნა. პროექტის ერთი ნაწილი რეზიდენციებისგან, მეორე ნაწილი კი 105 ნომერზე გათვლილი სასტუმროსგან შედგება. ინვესტიციის ჯამური ოდენობა 80 მილიონი დოლარია, რომლის ტრანზაქცია თიბისისა და „რედკოს“ თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა.


































