სათამაშოების მწარმოებელი Lego განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც კომპანია წარმოებაში წიაღისეული საწვავის წილს შეამცირებს და კონსტრუქტორებსა და სამშენებლო ფიგურებს უფრო ძვირად ღირებული, განახლებადი და გადამუშავებული პლასტმასისგან დაამზადებს. კომპანიამ უკვე გააფორმა ხელშეკრულებები მწარმოებლებთან, რომლებიც აღნიშნული მასალის მიწოდებას შეძლებენ.
კომპანიის ინფორმაციით, Lego-მ უკვე გამოცადა 600-მდე სხვადასხვა მასალა, რომლითაც ზეთზე დაფუძნებულ პლასტმასის კუბიკებს ჩაანაცვლებდა, თუმცა წარუმატებლად, რის გამოც კომპანია ცდილობს, პროდუქტში ზეთის შემცველობა ეტაპობრივად შეამციროს და ამისთვის მასალაში 70%-ით მეტიც გადაიხადოს, რაც, Lego-ს აღმასრულებელი დირექტორის თქმით, სათამაშოების ფასების "უმნიშვნელო" ზრდას გამოიწვევს.
Lego-ს მიმწოდებლები შედარებით ეკომეგობრული მასალისთვის გადამუშავებულ მასალასა და ბიონარჩენებს, მათ შორის საკვებ ზეთსა და საკვები ინდუსტრიის სხვა ნარჩენებს გამოიყენებენ.
მდგრადი მასალისგან შექმნილი სათამაშოებით Lego თავისი წარმოების 50%-ს 2026 წლისთვის ჩაანაცვლებს.