დანიური სათამაშოების მწარმოებელი კომპანიის, Lego-ს 2023 წლის პირველი ნახევრის შემოსავლები 1%-ით გაიზარდა. ეს რიცხვი პოზიტიურია იმის ფონზე, რომ სათამაშოების სხვა მწარმოებელი კომპანიების შემოსავლები ორნიშნა მაჩვენებლით იკლებს. კომპანიის 2023 წლის პირველი ნახევრის წმინდა მოგებამ $742 მილიონი შეადგინა. როგორია ყველაზე ცნობილი სათამაშოების ბრენდის გეგმები და ზრდის დინამიკა?