საქართველოში სამშენებლო სექტორი ბოლო წლებია დინამიკურად ვითარდება. ქვეყანა ამ სექტორში ინვესტიციების ზრდის, ინფრასტრუქტურული პროექტებისა და საცხოვრებელი კომპლექსების სწრაფი ტემპით მშენებლობის ეტაპს გადის. სტაბილური ურბანული განვითარება, პირდაპირ ქმნის მოთხოვნას მაღალი ხარისხის, სწრაფ და უსაფრთხო ლოგისტიკურ მომსახურებაზე. ამ რეალობაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ისეთი სერვისები, როგორიცაა ბეტონის მიწოდებისა და გადატუმბვის თანამედროვე, მობილური გადაწყვეტები.
სწორედ ასეთ აუცილებელ რგოლს წარმოადგენს „ლეგო თრეიდი“ - კომპანია, რომელიც სამშენებლო სექტორს უკვე ორი წელია ბეტონის მობილური ავტოტუმბოებით მომსახურებას სთავაზობს.
კომპანიის ტექნიკა უსაფრთხო, ზუსტი და ეფექტიანია. როგორც კომპანიაში განმარტავენ, "ლეგო თრეიდის" სერვისები უზრუნველყოფს იმ პროცესის გამართულობას, რომელზეც თითოეული თანამედროვე მშენებლობის დროული და ხარისხიანი შესრულება პირდაპირ არის დამოკიდებული. "ლეგო თრეიდის" ავტოპარკი 11 ერთეულ ავტოტუმბოს აერთიანებს, მათ შორის 70 მეტრის წვდომის ტექნიკას, რომელიც მშენებლობის პროცესში კიდევ უფრო ეფექტიანია.
დღეს "ლეგო თრეიდი" ბაზარზე არსებულ თითქმის ყველა სამშენებლო კომპანიას ემსახურება. როგორც "ლეგო თრეიდში" ამბობენ, კომპანიას 1 დღის განმავლობაში დაახლოებით 6000-მდე კუბი ბეტონის გადატუმბვაც შეუძლია.
კომპანიას მობილური სერვისის ჯგუფი ჰყავს, რომელიც ბეტონის გადატუმბვის პროცესს აკონტროლებს და უზრუნველყოფს, რომ ყველა ოპერაცია ტექნოლოგიურ სტანდარტებს სრულად შეესაბამებოდეს. პარალელურად, ლოგისტიკის გუნდი წინასწარ მიდის ობიექტზე, აფასებს სამშენებლო მოედანს, ადგენს ოპტიმალურ მარშრუტებსა და სამუშაო გეგმის უსაფრთხოებას.
"ლეგო თრეიდი" განვითარებას არ აჩერებს და ბაზრის დაკვირვებიდან გამომდინარე ახალ ეტაპზე გადადის. სწორედ ამის ნაწილია კომპანიის სიახლე. "ლეგო თრეიდმა", თბილისში, კახეთის გზატკეცილზე ავტოტუმბოების სათადარიგო ნაწილების მაღაზია გახსნა. შოურუმში ყველა ის პროდუქციაა წარმოდგენილი, რომელიც ავტოტუმბოს გამართული მუშაობისთვის არის აუცილებელი.
მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომის გასაძლიერებლად "ლეგო თრეიდმა" ლოიალობის პროგრამა შეიმუშავა. პროექტის ფარგლებში მომხმარებლისთვის სპეციალური "ლეგო ქარდები" დამზადდა. "ლეგო ქარდი" კომპანიის მომხმარებლებს გადაეცემათ. ბარათზე ქულები გადატვირთული ბეტონის მოცულობის შესაბამისად დაგროვდება. მომხმარებლებს ბარათზე ქულების ეკვივალენტი თანხა დაერიცხებათ, რომლის განაღდებაც ყოველი თვის ბოლოს იქნება შესაძლებელი.
მომსახურების მასშტაბის და შესაძლებლობების გასაზრდელად "ლეგო თრეიდი" ავტოპარკის გაფართოებას და განახლებას გეგმავს. ეს კი როგორც ბეტონის ავტოტუმბოების, ისე სტაციონარული ტუმბოების დამატებას მოიაზრებს.




























