პარტია "ლელო" ანა დოლიძის პარტიასთან "ხალხისთვის" და მოძრაობასთან "თავისუფლების მოედანი" საარჩევნოდ გაერთიანდა.ოპოზიციური ერთობის პრეზენტაცია ევროპის მოედანზე გაიმართა.
პრეზენტაციის მსვლელობისას "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარტნიორი პარტია და საზოგადოებრივი მოძრაობა წარადგინა.
"იქნება უფრო დიდი გაერთიანება, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიასთან და უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გაფართოებულები წარვდგებით საზოგადოების წინაშე", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ პრეზენტაციის დაწყებამდე ჟურნალისტებთან.
ამასთან, პარტია „ლელოს“ ლიდერებმა ახალი გაერთიანების პრეზენტაციისას აღნიშნეს, რომ გაერთიანების კარი სხვადასხვა პოლიტიკური ძალებისთვის და აქტიური ადამიანებისთვის ღიაა, რადგან 26 ოქტომბრის არჩევნებს გადამწყვეტი და სარეფერენდუმო მნიშვნელობა ექნება.