ლენტეხი-ბავარის გზის კმ20-კმ24 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია.
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მიზეზი აღნიშნულ მონაკვეთზე, უხვი ნალექის შედეგად ადიდებული მდინარეა, რომელმაც საავტომობილო გზა დააზიანა. შედეგად, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იზღუდება.




























