მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლენტეხი საკარანტინე ზონად გამოცხადდა და ჩაიკეტა

5e908da4c2e0d
BM.GE
10.04.20 19:13
1201
ლენტეხი საკარანტინე ზონად გამოცხადდა და ჩაიკეტა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ეპიდემიოლოგების და მედიკოსების რჩევით, ასევე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ლენტეხის რაიონში ამოქმედდეს სრული კარანტინი, რაც გულისხმობს იმას, რომ ლენტეხის რაიონში ამოქმედდება ზუსტად ის რეჟიმი, რაც დღესდღეობით არის ბოლნისისა და მარნეულის რაიონებში", - განაცხადა ჩიქოვანმა.

ლენტეხში კორონავირუსით ინფიცირების 5 შემთხვევა დაფიქსირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები