მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლეონარდო და ვინჩის 500 წლის Salvator Mundi-ის მოპარული ასლი ნაპოვნია

6006e40472855
თათია კაკიაშვილი
20.01.21 00:50
1479

იტალიის პოლიციამ ლეონარდო დავინჩის მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ნახატის, მე-16 საუკუნის Salvator Mundi-ის ასლი მოიპოვა მას შემდეგ, რაც შედევრი ნეაპოლის მუზეუმიდან მოიპარეს. ამის შესახებ CNN იუწყება. გამოცემის ცნობით, პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ნამუშევარი, რომელიც, სავარაუდოდ, რენესანსის ეპოქის მაგისტრის სტუდენტმა დახატა, იტალიის ერთ-ერთ ქალაქში, ბინის ჩხრეკისას აღმოაჩინეს. ნახატის 36 წლის მეპატრონე ამ დროისთვის დაკავებულია.

CNN-ის ცნობით, პორტრეტზე დახატულია ლეონარდოს მიერ შექმნილი ქრისტეს სახელოვანი გამოსახულება. საგულისხმოა, რომ მხატვრის სიცოცხლის პერიოდშივე მისმა სტუდენტებმა და ასისტენტებმა ნამუშევრის არაერთი ასლი გააკეთეს. მიუხედავად იმისა, რომ დღემდე უცნობია, ვინ შექმნა ეს კონკრეტული Salvator Mundi, ნამუშევარი 1510-იანი წლების ბოლოთი თარიღდება.

პოლიცია არ აკონკრეტებს, როდის გაუჩინარდა ნახატი ნეაპოლის მუზეუმიდან, თუმცა ოფიციალურად მუზეუმი ნამუშევარს ჯერ კიდევ 2020 წლის იანვარში ფლობდა და, სავარაუდოდ, იტალიელ სამართალდამცავებს წელიწადი დასჭირდათ იმისთვის, რომ გაუჩინარებული ნამუშევრისთვის მიეგნოთ. ლეონარდო და ვინჩის ორიგინალი Salvator Mundi ("მსოფლიო მაცხოვარი") კი 2017 წელს ნიუ-იორკის „კრისტის აუქციონზე“ 450.3 მილიონ დოლარად გაიყიდა და დღემდე მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ შენაძენად ითვლება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები