"არ ვიცით ჯერ როდის იქნება ეს შეხვედრა, მაგრამ რომ იქნება ამას გიდასტურებთ,"- ამბობს ლევან ახვლედიანი.
საქართველოს მთავრობასა და "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" შორის არსებული ხელშეკრულების თანახმად, განსაზღვრულია 60-დღიანი ვადა, რომლის ფარგლებშიც შიდა მოლაპარაკებები შეიძლება გაგრძელდეს. 60-დღიანი ვადის გასვლის შემდგომ კი თუ აღნიშნულ ვადაში არ შეიცვალა ვითარება, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი არბიტრაჟს მიმართავს.
მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, საქმის განხილვა ჟენევის არბიტრაჟში უნდა მოხდეს.
საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" ხელშეკრულება ოფიციალურად შეწყვიტა. 9 იანვარს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ პირგასამტეხლოსთან ერთად, სამინისტრო კონსორციუმისგან იმ მიწების დაბრუნებასაც მოითხოვს, რომელიც მთავრობამ ანაკლიის პორტის პროექტის განვითარების პროცესში გამოისყიდა.
ამ დროისთვის "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" პორტის პროექტზე 74 მილიონი დოლარი აქვს დახარჯული. ეს თანხები ცალკეული მიმართულებით ასე ნაწილდება:
ამ დროისთვის "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" პორტის პროექტზე 74 მილიონი დოლარი აქვს დახარჯული. ეს თანხები ცალკეული მიმართულებით ასე ნაწილდება:
- სამშენებლო სამუშაოები (ანაკლიაში ფსკერის დაღმავება, პორტისთვის ტერიტორიის მომზადება) - $35 მილიონი დოლარი;
- საზღვაო და საინჟინრო კვლევები - $13 მილიონი დოლარი;
- სახელმწიფოსთვის გადახდილი გადასახადები და მოსაკრებლები - $7 მილიონი დოლარი;
- დეტალური დიზაინის მომზადება - $4 მილიონი დოლარი;
- პროექტის დაგეგმარება და მენეჯმენტი - $4 მილიონი დოლარი;
- დაფინანსების მობილიზება და იურიდიული ხარჯი - $4 მილიონი დოლარი;
- გარემოზე ზემოქმედების კვლევები და გარემოზე ზემოქმედების შემსუბუქების ღონისძიებები - $2 მილიონი დოლარი;
- სხვა ხარჯები - $3 მილიონი დოლარი.