მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლევან ახვლედიანი: Van Oord -ისთვის აქციების გადაცემის საბოლოო ხელშეკრულებაზე მუშაობა მიმდინარეობს

5db2ea3a5dd3f
BM.GE
25.10.19 16:25
854
"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალური დირექტორის ლევან ახვლედიანის ინფორმაციით, ახლა Van Oord International-ისთვის აქციების გადაცემის საბოლოო ხელშეკრულებაზე მუშაობა მიმდინარეობს.

როგორც რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, Van Oord International-მა 4.16%–იანი წილის შეძენის შედეგად, კონსორციუმში $5 მლნ–ის მოცულობის ინვესტიცია განახორციელა.

„საქართველოს მთავრობამ Van Oord-ი დაგვიდასტურა. კომპანიამ კაპიტალში შემოსვლისთვის საჭირო პროცედურები გაიარა. ახლა მიდის უკვე აქციების გადაცემის საბოლოო ხელშეკრულებაზე მუშაობა და ისინი ოფიციალური პარტნიორები გახდებიან“, - განუცხადა ჟურნალისტებს ახვლედიანმა.

ცნობისთვის: რამდენიმე საათის წინ ასევე ცნობილი გახდა, რომ Conti International-მა შეცვალა გადაწყვეტილება ანაკლიის პროექტიდან გასვლის თაობაზე და შესაბამისად, კვლავ რჩება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აქციონერად.

შეგახსენებთ: ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის ბოლომდე ანაკლიის განვითარების კონსორციუმს დაფინანსების ნაწილში შესასრულებელი რჩება შემდეგი ვალდებულებები:

- შეთანხმება პოტენციურ ინვესტორებთან 120 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კონსორციუმის საკუთარი კაპიტალის შევსების თაობაზე;

- საერთაშორისო ბანკებთან 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხის გამოყოფის თაობაზე შეთანხმების მიღწევა და ხელშეკრულების გაფორმება;

- ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის 20 მილიონი დოლარის ოდენობის საბანკო გარანტიის წარდგენა;

- პირველი ფაზის ტერმინალის ოპერატორთან და პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოების კონტრაქტორთან ხელშეკრულების გაფორმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები