მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან დავითაშვილი და გიორგი ჩიქოვანი სუსში იკითხებიან

ეკონომიკის მინისტრი

ყოფილი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი და "ნავთობისა და გაზის კორპორაციის" ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი ჩიქოვანი სუსში დაკითხვაზე იმყოფებიან. უწყებაში ამბობენ, რომ ანტიკორუფციული დეპარტამენტი ერთ-ერთ მსხვილ ნავთობკომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტით დაინტერესდა.

"ანტიკორუფციული გამოძიების ფარგლებში, ლევან დავითაშვილი და გიორგი ჩიქოვანი ერთ-ერთ მსხვილ ნავთობკომპანიებთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით იკითხებიან", - განუცხადეს სუსში bm.ge-ს.

ინფორმაცია თავდაპირველად IPN-მა გაავრცელა.

ლევან დავითაშვილი ეკონომიკის მინისტრის და ვიცე-პრემიერის პოსტს 2025 წლის 24 ივნისამდე იკავებდა, გიორგი ჩიქოვანი კი GOGC-ის გენერალური დირექტორის პოსტს 2025 წლის 15 ივლისამდე . 2025 წლის სექტემბრიდან კი ლევან დავითაშვილი ყულევის თიზის ოპერატორ კომპანია "ბლექ სი პეტროლიუმის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტს იკავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები