მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლევან დავითაშვილი ივანიშვილზე აშშ-ის სანქციებს "წარმავალი ადმინისტრაციის მიერ მიღებულს" უწოდებს

დავითაშვილი

ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ეთანხმება ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის ლაშა კალანდაძის მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც ივანიშვილის იურიდიული წარმომადგენელი შვეიცარიულ ბანკ Julius Baer-ს შანტაჟში ადანაშაულებს.

ამასთან, დავითაშვილი ამერიკულ სანქციებს "წარმავალი ადმინისტრაციის მიერ მიღებულს" უწოდებს.

"შეიძლება ჩვენ ფაქტები არ გვაქვს, მაგრამ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც თქვენ ჩამოთვალეთ, სწორედ ასეთი დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა. სანქციები შემოვიდა და უკავშირდება კონკრეტულად ამ ბანკში არსებული აქტივების განკარგვას. ეს სანქციები წარმავალი ადმინისტრაციის მიერ ბოლო დღეებში იყო მიღებული და მთლიანად პროცესი რომელიც ბანკმა წამოიწყო ვნახეთ თუ რამდენად არასამართლიანი იყო", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა ტვ იმედის კითხვაზე პასუხისას.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკ Julius Baer-ს უჩივის, რადგანაც ბანკმა აშშ-ის სანქციები მისი ოჯახის წევრებზე და მათ მიერ დაფუძნებულ კომპანიებზეც განავრცო.

აშშ-მა ბიძინა ივანიშვილს პერსონალური ფინანსური სანქციები 2024 წლის 27 დეკემბერს დაუწესა. როგორც ივანიშვილის ადვოკატის, ლაშა კალანდაძის მიერ გამოქვეყნებული განცხადებიდან ხდება ცნობილი, ივანიშვილს Julius Baer-თან პრობლემები სანქციების დაწესებამდეც ჰქონდა, რადგანაც ბანკმა მას მიმართა ანგარიშის შეჩერების მოთხოვნით იქიდან გამომდინარე, რომ ის პოლიტიკურად აქტიურ პირს წარმოადგენდა. აშშ-ის სანქციების შემდეგ კი ბანკმა ივანიშვილის ოჯახის წევრების და მათ მიერ დაფუძნებული კომპანიების ანგარიშების მომსახურებაც შეაჩერა. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ იავნიშვილს ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ოჯახის წევრებზე აქვს გაფორმებული, მაგალითად ქართუ ბანკი, ქართუ ფონდი და ქართუ ჯგუფი მისი შვილის უტა ივანიშვილის საკუთრებაშია, ხოლო თანაინვესტირების ფონდი მისი მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის საკუთრებაშია.

უფრო ვრცლად წაიკითხეთ სტატიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები