მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლევან დავითაშვილი USAID-ის წარმომადგენლებს შეხვდა

63be9f97918cc
BM.GE
11.01.23 15:17
486
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორს მარიკა ოლსენს, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელს მარკ მაკკორდს და პროგრამის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს მთავრობასა და ამერიკელ ხალხს, რომლებიც USAID-ისა და ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მეშვეობით ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას, პანდემიისა და სხვა გლობალური მოვლენების შედეგად შექმნილი გამოწვევების დაძლევას.

განხილულ იქნა ის პროექტები, რომლებიც USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულმა ქვედანაყოფებმა განახორციელეს. მათ შორის, ისეთ სექტორებში, როგორიცაა ტურიზმი, ინოვაციები, ინვესტიციების მოზიდვა, ექსპორტის ხელშეწყობა, მეწარმეობის განვითარება, დიჯიტალიზაცია, ტრანსპორტი და სხვა.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები