მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„2023 წელი ტურისტული სექტორისთვის გამორჩეულად წარმატებული უნდა იყოს“ - დავითაშვილი

64998915c3b64
ვიქტორია მღებრიშვილი
26.06.23 16:46
451
ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი იმედოვნებს, რომ ტურიზმის სექტორისთვის 2023 წელი გამორჩეულად წარმატებული იქნება. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ტურიზმში არსებულ მოლოდინებზე საუბრისას განაცხადა.

„ტურიზმის მეორე კვარტლის მონაცემები მალე დამუშავდება, თუმცა წინასწარი შეფასებით, ამ კუთხით მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ 2022 წელს ტურიზმის შემოსავლების კუთხით სრული აღდგენა გვქონდა, იმედი გვაქვს, 2023 წელი ტურისტული სექტორისთვის გამორჩეულად წარმატებული უნდა იყოს“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ცნობისთვის: ეროვნული ბანკის მიერ მონაცემებით, 2022 წლის განმავლობაში საერთაშორისო ვიზიტორებმა ქვეყანაში 3.5 მილიარდი დოლარი დახარჯეს, რაც 2021 წელთან შედარებით 182%-ით მეტი იყო. ეს შემოსავალი პანდემიამდელ პერიოდსაც აღემატება. აქამდე საქართველოს ტურიზმის სექტორის მიერ გენერირებული შემოსავალი მაქსიმალური 2019 წელს იყო და ის 3.2 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები