მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან კაკავა: ჩვენ მაქსიმალურად გავამარტივეთ ტვირთების საბაჟო კონტროლის ღონისძიებები

5e7781ea8661e
BM.GE
22.03.20 19:17
3895
კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს, სამართალდაცვითი თემატური ჯგუფის შეხვედრის ფარგლებში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობდა, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ საგანგებო სიტუაციის გამოცხადების შემდეგ დაწესებულ შეზღუდვებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ უწყების მიერ ეფექტურად მიმდინარეობს სატვირთო ავტომობილების გადაადგილების მონიტორინგი.

მისი თქმით, სატვირთო სატრანსპორტო საშუალებებზე, ქვეყანაში შემოსვლისას, მაქსიმალურად ეფექტურად მიმდინარეობს კონტროლის აღსრულების პროცედურები.

"შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, დაწესებული საბაჟო შეზღუდვები არ ეხება სატვირთო ავტოტრანსპორტს. პირიქით, ჩვენ მაქსიმალურად გავამარტივეთ საბაჟო კონტროლის შეზღუდვები, რათა სწრაფად და შეუფერხებლად მოხდეს ტვირთების გადაადგილება',- განაცხადა ლევან კაკავამ.

საქართველოს საზღვარზე სატვირთო ავტომობილების შემოსვლის წესებთან დაკავშირებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.rs.ge/Default.aspx?sec_id=4845&lang=1&newsid=5780

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები