ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებისა და ქონების გადასახადის გადახდის პირობების შესახებ შეახსენებს.
უწყების ინფორმაციით, თუ ფიზიკური პირის 2025 წლის შემოსავალი 100 000 ლარს არ აღემატება და ის არ ფლობს დასაბეგრ მიწის ნაკვეთს, მას 2026 წლის ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება არ წარმოეშობა.
იმ ფიზიკურ პირებს, რომელთაც 2025 წლის დეკლარაციაში მონიშნული აქვთ შემოსავალი 40 000 ლარიდან 100 000 ლარამდე, საგადასახადო ორგანო მონაცემებს პროგრამულად, ავტომატურ რეჟიმში თავად გადმოიტანს. შესაბამისად, აღნიშნულ მოქალაქეებს დამატებით განაცხადის წარდგენა აღარ დაევალებათ.
ამასთან, ქონების გადასახადის დარიცხვა ავტომატურად განხორციელდება მხოლოდ მიწის ნაკვეთზე, ხოლო დასაბეგრ ქონებაზე გადასახადი არ დაირიცხება.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ქონებასა და მიწაზე გადასახადის გადახდა მოქალაქეებს 16 ნოემბრის ჩათვლით შეუძლიათ.
გადახდა ხორციელდება ერთიან სახაზინო კოდზე: 10 100 1000.
























