ლევან კალანდაძე კონკურენციის სააგენტოს უფროსის ირაკლი ლექვინაძის პირველი მოადგილე გახდა. ამის შესახებ თავად კალანდაძემ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.
აღნიშნულის შესახებ bm.ge-მ ჯერ კიდევ დეკემბრის ბოლოს დაწერა, თუმცა მაშინ კონკურენციის სააგენტოს პრეს-სამსახურში ფაქტი არ დაადასტურეს და თქვეს, რომ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი იყო გამოცხადებული.
შეგახსენებთ: ლევან კალანდაძე ირაკლი ლექვინაძის ბიზნესომბუდსმენობის პერიოდში მისი მოადგილე იყო. ლექვინაძე ცოტა ხნის წინ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარედ დაინიშნა. ბიზნესომბუდსმენის აპარატიდან ლექვინაძეს მიჰყვა კალანდაძეც.