"ჩვენი გუნდის ყოფილი წევრებისგან იღებდა თანხას ხაბეიშვილი, ზოგადად, მას ახასიათებს კორუმპირებულებისგან ფულის აღება", - ამის შესახებ ოცნების პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი ლაივის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ლევან ხაბეიშვილი არის პოლიტიკური კორუფციის გამოვლინება.
"ბურჭულაძისა და ხაბეიშვილის დაკავებას შორის კავშირი, არ ვიცი, მე არ ვარ უფლებამოსილი უარვყო ან დავადასტურო. თავისთავად, ლევან ხაბეიშვილიც არის კორუფციის, კონკრეტულად პოლიტიკური კორუფციის გამოვლინება. ის წლების განმავლობაში იღებდა შავ ფულს, კონკრეტული წყაროდან და მოგვიანებითაც აგრძელებდა, ბოლო პერიოდის განმავლობაშიც. ჯერ იყო 3000 ლარი, შემდეგ გახდა 5000 და სახელფასო უწყისში იყო გამოყენებული მის მიმართ სახელი - ანიტა.
მე არასდროს მიფიქრია შეურაცხყოფისთვის ამ სახელის ხსენება. შავი ფულის უწყისში ეწერა ეს სახელი და 3 000 ლარიდან ბოლო პერიოდში 5 000 ლარამდეც გაუზარდეს მას ხელფასი. ახლა რამდენს იღებს, არ ვიცი. ჩვენი გუნდის ყოფილი წევრებისგან იღებდა ის ამ თანხას, აქაც შეიძლება მხოლოდ შესაბამისმა უწყებებმა ისაუბრონ. ეს ბრალდება ხაბეიშვილთან მიმართებით გაისმა საპარლამენტო დარბაზშიც. დაახლოებით სამი წლის წინ. ყველამ ყველაფერი იცის. ვიღაცები დამწუხრებულები იყვნენ იმის გამო, რომ აგენტი გაიშიფრა. ხაბეიშვილს ახასიათებს კორუმპირებულებისგან ფულის აღება და აქაც ამ შემთხვევასთან გვქონდა ალბათ საქმე“, - განაცხადა პრემიერმა.




























