მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან ხაბეიშვილს პატიმრობა, მურთაზ ზოდელავას კი 25 000 ლარიანი გირაო შეეფარდა

 თბილისის საქალაქო სასამართლო

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ხოლო პარტიის წევრს, მურთაზ ზოდელავას პატიმრობის უზრუნველყოფით 25 000 ლარიანი გირაო შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოში აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობა დღეს გაიმართა.

სუს-მა ორივე მათგანი 11 სექტემბერს დააკავა. გამოძიება ხაბეიშვილს ქრთამის დაპირებას და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას, მურთაზ ზოდელავას კი გამოძიებისთვის ხელის შეშლას ედავება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები